მესტია: მწვერვალებით გარშემორტყმული სამოთხე

Mestia: a mountain paradise affordable for all 9 June 2018

თუ არ ყოფილხართ სვანეთში და არ იცნობთ საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეს გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ მას. აქ, კავკასიონის ბუმბერაზი მთების ძირში, წიწვოვანი ტყეებით და ალპური მდელოებით გარემოცულ მესტიაში შეგიძლიათ გარე სამყაროსგან იზოლირება და ველური ენერგეტიკის მიღება. მესტია საქართველოში 10 ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებაში შედის და წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავ ქართველ თუ უცხოელ დამსვენებელს მასპინძლობს.

რითია გამორჩეული მესტია?

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენს. გარესამყაროდან იზოლაციისა და რეგიონის მიუწვდომლობის წყალობით სვანმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შეძლო უძველესი ტრადიციების, ენის და წეს-ჩვეულებების შენარჩუნება. დღესდღეობით კი სვანეთი ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პოპულარული რეგიონია. აქ შეხვდებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც პირველ რიგში რეგიონის ბუნებრივი სილამაზე და ავთენტურობა იზიდავს.

Stone towers in Mestia, Svenati, Georgia

მესტიაში არაერთი ტურისტული თუ პროფესიონალური მარშრუტი იწყება კავკასიის მთების დასალაშქრად. მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს სათხილამურო კურორტი ჰაწვალი. ჰაწვალის მთავარი საბაგირო გზა როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ემსახურება ტურისტებს და სთავაზობს გასაოცარ ხედებს კავკასიონის ქედზე და მყინვარ უშბაზე. თუ ბუნებაში ხეტიალი თქვენი ჰობია გირჩევთ არ გამოტოვოთ მესტიის ერთ-ერთი მთავარი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან თითქმის 3000 მ. სიმაღლეზე მდებარე ქორულდის ტბებთან მიგიყვანთ. აქაურობის მთავარი ხიბლი საოცარი სილამაზის პანორამული ხედებია, რომელიც თქვენს ხელისგულზე გადაიშლება.
მოინახულეთ ასევე ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი უშგული.

მესტია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტია. ასე რომ არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ, მოინახულოთ მწვანეში ჩაფლული მესტია და გაექცეთ ზაფხულის ცხელ და მწველ დღეებს თუ ესტუმროთ მას მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლით არის დაფარული და თოვლის ფონზე ოქროსფრად განათებული სვანური კოშკები ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებენ თავს. ვისთვისაც არჩევანის გაკეთება არც თუ ისე ადვილია, გირჩევთ მოემზადოთ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის შთაბეჭდილებებისთვის.

5 რამ რაც უნდა გააკეთოთ მესტიაში

  • ესტუმრეთ მიხეილ ხერგიანის მუზეუმს - ლეგენდარული ქართველი ალპინისტი და მთამსვლელი, რომელიც სამგზის გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში და შვიდგზის აბსოლუტური ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში. გამოირჩეოდა კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით რისთვისაც ბრიტანელმა კოლეგებმა მას „კლდის ვეფხვი“ შეარქვეს. ხერგიანის სახელი მიენიჭა მსოფლიოს არაერთ მწვერვალსა და ალპინისტურ მარშრუტს. იგი მესტიაში, მთამსვლელების ოჯახში დაიბადა. ეს პროფესია სვანეთში დღემდე პრესტიჟულად ითვლება;
  • მოინახულეთ ჭალაადის მყინვარი - გზა მესტიიდან არც ისე რთულია და თვალწარმტაც ხეობებსა და ტყეებს მიუყვება;
  • გადაიღეთ სვანური კოშკის ფოტო - აქ მათ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით; სვანები უძველესი დროიდან შესანიშნავი მებრძოლები იყვნენ და მუდამ უწევდათ მომთაბარე ტომებისგან თავის დაცვა; სვანური კოშკი ადგილობრივი მოსახლეობისთვის როგორც საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო, ისე თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. სათვალთვალო პოსტი კოშკის თავზე იყო განთავსებული;
  • ესტუმრეთ სვანეთის მუზეუმს - მუზეუმის კოლექციაში დაცულია როგორც რეგიონის უნიკალური არქეოლოგიური მასალა, ისე ჭედური ხატების იშვიათი ნიმუშები, უძველესი ხელნაწერი წიგნები და სხვა ეთნოგრაფიული მასალები; მუზეუმი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა პერიოდულ გამოფენებს;

დააგემოვნეთ სვანური კუბდარი კაფე ზურულდში, ზღვის დონიდან 2340 მეტრზე, საიდანაც თითქოს ხელისგულზე მოჩანს ულამაზესი ორთავიანი მყინვარი უშბა.

  • მოინახულეთ ლაღამის ფერისცვალების ტაძარი და მასში შემორჩენილი ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, რომლებიც IX და XIII-XIV საუკუნით თარიღდება. მხატვრობის ნიმუშებს ტაძრის გარეთა კედლებზეც შეხვდებით. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის ოქროვერცხლის ჭედური ხატი;
Beautiful Georgia (2) Mestia village, Svaneti region, Georgia Mighty Towers

Panorama of Mestia and Latsga, автор — Michał Ochman на 500px.com

Ski slope and beautiful sky with clouds in sun evening, автор — poltoratskaya на 500px.com

Powder ski in Caucasus mountains, автор — Nikolay Orlov на 500px.com

Crosby_DSC04772

Back to the list

Book online flights and hotels
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
Tbilisi - Tbilisi - $570
8 days
Tbilisi - Tbilisi - $350
7 days
Tbilisi - Tbilisi - $220
4 days