სტეფანწმინდა - მაღალმთიანი სამოთხე დედამიწაზე

Mountainous paradise on earth: Stepantsminda 1 July 2018

დაბა სტეფანწმინდა მწვერვალ მყინვარწვერის ძირში, მდინარე თერგის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ყველა მხრიდან ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად ითვლება და იზიდავს როგორც ქართველ ისე უცხოელ მოგზაურებს. აქ შეხვდებით ყველა ასაკის და ეროვნების დამსვენებლებს, მოლაშქრეებს, მთამსვლელებს, ისევე როგორც კულუტურული ტურების მონაწილეთ. სტეფანწმინდის ასეთ პოპულარობას დედაქალაქთან სიახლოვეც უწყობს ხელს.

რითია გამორჩეული სტეფანწმინდა?

როდესაც სტეფანწმინდის და მისი შემოგარენის უნიკალური ბუნებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს საქართველოს სიდიდით მეორე მწვერვალი - მყინვარწვერი, იგივე ყაზბეგი. მყინვარწვერი წელიწადის ნებისმიერ დროს თოვლის საფარშია გახვეული და თავისი სიდიადისა და სილამაზის წყალობით აჯადოებს მნახველს. მართალია, მწვერვალი ხშირად ღრუბლებით არის გარშემორტყმული, თუმცა ნამდვილად ღირს დაელოდოთ გამოდარებას, რომელიც მთაში ამინდის ხშირი ცვალებადობის გამო არც ისე აყოვნებს. ასევე გირჩევთ არ გამოტოვოთ მზის ჩასვლა ყაზბეგში, მაშინ როცა დანარჩენი სამყარო ბინდშია გახვეული, მყინვარწვერზე ჯერ კიდევ მოჩანან ოქროსფრად მოლივლივე მზის სხივები.

ხალხური გადმოცემის თანახმად სტეფანწმინდა სტეფანე ბერის სახელს უკავშირდება. ბერს ზარების რეკვით გაუფრთხილებია ადგილობრივი მაცხოვრებლები მოახლოებული ზვავისა და საფრთხის შესახებ. ხალხი გახიზნულა და გადარჩენილა, სოფელი კი ზვავსა და ტალახის ნიაღვარს წაულეკავს. ახალ დასახლებას ბერის საპატივსაცემოდ სტეფანწმინდა უწოდეს.

სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი ჯუთა. ხელშეუხებელი ბუნება, ალპური ზონის სილამაზე და ჭაუხის კლდოვანი მასივი ნამდვილად დაგავიწყებთ ცივილიზაციას და სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. ჯუთადან მდინარე ჭაუხისწყალის ხეობა გაგიძღვებათ აბუდელაურის ტბებისკენ. აბუდელაურის მყინვარული ტბა ზღვის დონიდან დაახლ. 2800 მეტრზე მდებარეობს და განთქმულია სილამაზით. ტბებს მოიხსენიებენ როგორც აბუდელაურის თეთრი, მწვანე და ლურჯი ტბა.

Sunrise at Gergeti Trinity Church by Thomas Van der Plaetsen on 500px.com

CAUCASUS - Cminda Sameba by Jarda Novák on 500px.com

რა ვაკეთოთ სტეფანწმინდაში და მის შემოგარენში?

  • მიჰყევით ბილიკს 2200 მეტრზე მდებარე გერგეტის ტაძრამდე (XIV ს.), გზა ციცაბოა მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ტაძარი რომელიც სტეფანწმინდიდან სილუეტად მოსჩანს თვალწინ გადაგიშლით კავკასიონის მთების თვალუწვდენელ მასშტაბებს;
  • გააგრძელეთ გზა გერგეტის მყინვარისკენ, ეს სწორედ ის ადგილია სადაც მთამსვლელები მყინვარწვერის დასალაშქრად ემზადებიან და სადაც მდინარე თერგის შენაერთი - მდინარე ჩხერი (ჩხერე) იღებს სათავეს. კარგი ამინდის პირობებში მყინვარის დალაშქვრა ფეხითაც შესაძლებელია, თუმცა არ არის რეკომენდირებული სპეციალური სამთო აღჭურვილობის გარეშე წასვლა;
  • არ მისული სტეფანწმინდამდე შენიშნავთ მინერალური, სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ მჟავე წყლების საბადოს. თქვენ შეგიძლიათ როგორც წყლის დაგემოვნება, ისე მინერალური წყლების აუზში ბანაობა;
  • გადაიღეთ სელფი გველეთის ჩანჩქერის ფონზე. ულამაზეს მთებში ჩამალულ 25 მეტრიან ჩანჩქერთან დარიალის ხეობიდან ვიწრო ბილიკი მიგიყვანთ;
  • შეიგრძენით კავკასიონის მთების სიდიადე თრუსოს ხეობის ერთ დროს დასახლებულ და მიტოვებულ ადგილებში. აღმოაჩინეთ ნასოფლარები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და მინერალური წყლების ტბები და მდინარეები;

Village in the Caucasus by Csilla Zelko on 500px.com

Trinity Church, Stepantsminda, Georgia,

საუკეთესო დრო სტეფანწმინდაში გასამგზავრებლად

სტეფანწმინდა სწორედ ის ადგილია რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია მნახველის მოჯადოება. თუ თქვენ მათ რიგს მიეკუთვნებით ვინც ლაშქრობასა და კარვებში ღამის გათენებას ანიჭებს უპირატესობას, ზაფხული საუკეთესო არჩევანია. აქ ტემპერატურა მკვეთრად დაბალია დედაქალაქთან შედარებით. ხოლო კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის ყაზბეგი შესანიშნავი არჩევანია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ზამთარი სტეფანწმინდაში კავკასიისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით გამოირჩევა.

მარადიული თოვლი და მყინვარები, თერგისა და დარიალის შთამბეჭდავი ხეობები, კრისტალურად სუფთა მთის ჰაერი, მინერალური წყლები და მზიანი დღეების სიმრავლე ქმნიან უნიკალურ პირობებს კლიმატოთერაპიისთვის!

Kaukasus Flying by Leif Nordberg on 500px.com

Hotel-in-Stepantsminda_05 Mount Kazbeg Gergeti Trinity Church. Kazbegi, Georgia

Back to the list

Book online flights and hotels
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
Tbilisi - Tbilisi - $570
8 days
Tbilisi - Tbilisi - $350
7 days
Tbilisi - Tbilisi - $220
4 days