მცხეთა: რა საიდუმლოებებს ინახავს საქართველოს უძველესი დედაქალაქი

Mtskheta: what secrets are hidden by the ancient capital? 19 June 2018

მცხეთა, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და იბერიის სამეფოს დედაქალაქი ექვს ათასწლეულზე მეტს ითვლის. სწორედ აქედან იწყება საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და ქვეყნის გაქრისტიანება.

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში ცხოვრებას ძვ. წ. III-II ათასწლეულში ადასტურებს, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ძვ. წ. IV საუკუნიდან მცხეთა უკვე წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ცენტრს. მტკვრისა და არაგვის შესართავთან გაშენებულ ქალაქს საკმაოდ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და მასზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, მათ შორის აბრეშუმის გზა. მცხეთა დღემდე ითვლება საქართველოს რელიგიურ ცენტრად.

მცხეთის ღირსშესანიშნაობები

მცხეთის რელიგიური მნიშვნელობა ჯერ კიდევ ახ. წ. I საუკუნიდან იღებს დასაბამს. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის კვართი ჯვარცმის შემსწრე მცხეთელ ებრაელთ ხვდათ წილად. კვართი მცხეთაში რაბინმა ელიოზმა ჩამოიტანა, რომელსაც მისი და, სიდონია შეეგება. სიდონიამ კვართი გულში ჩაიკრა და მღელვარებისგან იქვე მიაბარა უფალს სული. კვართი სიდონიას ისე ძლიერ ჰქონია ჩაკრული რომ მისი აღება ვერ შეძლეს და კვართიანად დაკრძალეს. ხოლო IV საუკუნეში, მას შემდეგ რაც წმ. ნინო საქართველოს გასაქრისტიანებლად იწყებს ქადაგებას, მცხეთის რელიგიური როლი ქვეყნის ისტორიაში კიდევ უფრო იზრდება.
ქართლის მოქცევას უამრავი სასწაული და ლეგენდა უკავშირდება, მათ შორის არის სვეტიცხოვლის უძველესი ხის ეკლესიის აგების ისტორია. ტაძარი სამეფო ბაღში უნდა აშენებულიყო, სადაც სიდონიას საფლავზე აღმოცენებულ ლიბანის ნაძვი იდგა. ხე მოკვეთეს და სვეტად მოამზადეს მაგრამ მისი ადგილიდან დაძვრა ვერავინ შეძლო. მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვის ძალით აიზიდა სვეტი სასწაულად და განკუთვნილ ადგილას დაეშვა. სასწაულმოქმედ სვეტს სიცოცხლის მიმნიჭებელი მირონი სდიოდა - ეს იყო "სვეტი ცხოველი", ასე დაიბადა ტაძრის ისტორია რომელიც 1600 ზე მეტი წლისაა. ჩვენამდე შემონახული სვეტიცხოვლის ტაძარი კი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია.

Svetitskhoveli Cathedral. Mtskheta (Mtskheta-Mtianeti region, Georgia)

წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ასევე მცხეთის ჯვრის მონასტერის დაარსება. გადმოცემის თანახმად ამ ადგილს წმ. ნინოს მითითებით მეფე მირიანს აღუმართავს ხის ჯვარი, რომელსაც კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც ეთაყვანებოდნენ. ტაძრები კი ამ ადგილას მოგვიანებით, VI-VII საუკუნეებში ქართლის მთავარმა გუარამმა და მისმა ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ააგეს.

მცხეთის ისტორიული ძეგლები - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი;

*** by Mikheil Pitiurishvili on 500px.com

5 რამ რაც უნდა გააკეთოთ მცხეთაში

  • დატკბით ულამაზესი ხედებით რომელიც იშლება ჯვრის მონასტრიდან. დააკვირდით ორი მდინარის, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილს. კარგი ამინდის პირობებში თქვენ ასევე შეძლებთ მყინვარწვერის დანახვას;
  • მოინახულეთ ე.წ. პომპეუსის ხიდი, რომელიც უმეტესად წყლით არის დაფარული და მის ნახვას მხოლოდ მაშინ შეძლებთ როცა წყლის დონე მცირდება. ხიდი ხშირად მოიხსენიება როგორც „პომპეუსის ხიდი“ თუმცა წყაროთა თანახმად იგი უფრო ძველია და ძვ. წ.-ის IV-III სს.-ით თარიღდება; მას „მოგვთა ხიდსაც“ უწოდებენ;
  • ესტუმრეთ სამთავროს მონასტერს სადაც განისვენებენ საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა;
  • მოინახულეთ არმაზციხე, იგივე ბაგინეთი, რომლის სახელი ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. არმაზციხე ძვ. წ. IV-III საუკუნეების ნამოსახლარია და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს იმდროინდელი მცხეთის ცხოვრების შესახებ. აქ აღმოჩენილია სამეფო სასახლე - ე.წ. „სვეტებიანი დარბაზი“, რომაული ტიპის აბანო, სამეფო აკლდამის ნაშთი და ერთიანი ქვისაგან გამოთლილი სარკოფაგი, რომელიც ოქრომჭედლობის უმდიდრეს ნიმუშებს ინახავდა;
  • მოინახულეთ შიომღვიმის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთია VI საუკუნეში წმინდა ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტერთაგან;

რატომ უნდა ესტუმროთ მცხეთას?

სულ რაღაც ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ შეძლებთ თავი დააღწიოთ დედაქალაქის ქაოსსა თუ ზაფხულის ცხელ დღეებს და დაგეგმოთ სასიამოვნო შაბათ-კვირა მცხეთაში.

მცხეთა წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა ტურისტების სიმრავლით.

ზოგისთვის აქ მთავარი უძველესი არქიტექტურა და UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ზოგისთვის კი წმინდა რელიგიური ადგილის ანდა ანტიკური ქალაქის მონახულება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში რა თქმა უნდა ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა არ შეცვლილა ერთი რამ - მართლმადებლური ტაძრების ზებუნებრივი ატმოსფერო და მასიური ქვის კედლების მუდმივი სიმძიმე.

Kaukasus, автор — Engelbert Kohl на 500px.com

Mtskheta 007

Sveticchoveli Cathedral, автор — Jarda Novák на 500px.com

Jvari Monastery. Georgia., автор — Michael Kochiashvili на 500px.com

Churches at Bevreti monastery., автор — Michael Kochiashvili на 500px.com

All ages by Vladimir Popov / Uhaiun on 500px.com


Back to the list

Book online flights and hotels
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
Tbilisi - Tbilisi - $570
8 days
Tbilisi - Tbilisi - $350
7 days
Tbilisi - Tbilisi - $220
4 days