სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი ალაზნის ველის ხედით

Signagi, the city of love: romance with a view of the Alazani Valley 27 June 2018

არსებობს განსაკუთრებული ადგილები, რომლებსაც თქვენ მეორე ნახევართან ერთად უნდა ესტუმროთ. საქართველოში ასეთ ადგილად სწორედ სიღნაღი ითვლება. მოკირწყლული ქუჩები, წითელი კრამიტით გადახურული სახლები, ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე და ერთი ჭიქა წითელი ღვინო წელიწადის ნებისმერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას და რომანტიულ ატმოსფეროს!

Sighnaghi view (Georgia) by Sergei Poniaev on 500px.com

რითია გამორჩეული სიღნაღი?

სიღნაღი, კერძოდ კი სოფელი მირზაანი ბევრისთვის გენიალური ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის სახელთან ასოცირდება, რომელიც ამაოდ ცდილობდა მოეგო ფრანგი მსახიობის მარგარიტა დე სევესის გული. სიუჟეტი კარგად ნაცნობია, პატარა დუქნის სანაცვლოდ ნაყიდი წითელი ვარდების მთელი ზღვა. ამბობენ, ფიროსმანმა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ვარდი და ყვავილი იყიდა და თავისი ცხოვრების სიყვარულს მარგარიტას მიართვა, რომელიც თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა. იმასაც ამბობენ, ეს ყველაფერი ლეგენდა და სიყვარულის ლამაზი ისტორიაა, ფიროსმანს მარგარიტა დე სევერი არასოდეს უნახავს და „აქტრისა მარგარიტას“ პორტრეტი თეატრალური აფიშიდან დახატაო. ასე იყო თუ ისე, ლეგენდა სიყვარულზე და ფიროსმანის ნახატები დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდებიან. თქვენ კი ფიროსმანის ფერწერული ტილოების დიდი ნაწილის დათვალიერებას, სწორედ სიღნაღის მუზეუმში შეძლებთ.

Sighnaghi, Georgia country by Bin Wang on 500px.com

5 რამ რაც უნდა გააკეთოთ სიღნაღში

  • იქორწინეთ - სიღნაღში, ლოს-ანჯელესის მსგავსად 24/7 ქორწინების სახლი ფუნქციონირებს, სადაც არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქორწინება ერთ დღეში, ლოდინისა და დიდი ხარჯების გარეშე;
  • ესტუმრეთ ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერს, მოინახულეთ ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს საფლავი და შეიგრძენით მონასტრის უჩვეულოდ მშვიდი ატმოსფერო. სწორედ აქ იკურთხებოდნენ კახთა მეფეები და აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი.

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს წმინდა ადგილთა შორის. აქ არის დასვენებული ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში კი მდებარეობს წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის თანახმად, წყალი წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და განკურნების ძალას ფლობს, რის გამოც უამრავი ადამიანი სტუმრობს მას.

  • • გადაიღეთ ალაზნის ველის პანორამული ფოტო - სიღნაღი შემაღლებულ ადგილას, ზღვის დონიდან დაახლ. 750 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც წელიწადის ნებისმიერ დროს განსაცვიფრებელ ლანდშაფტებს გთავაზობთ! მოაქციეთ თქვენს ფოტო ობიექტივში წმ. გიორგის ეკლესის პოპულარული ხედი, ანდა ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე წმ. სტეფანეს ეკლესიის კოშკი და თქვენ ფირზე აღიბეჭდება არა მარტო ულამაზესი ალაზნის ველი, არამედ ფერადი სახურავების კალეიდოსკოპი და თოვლით დაფარული კავკასიონის მთები;
  • • დააგემოვნეთ უნიკალური ქართული ტექნოლოგიით დამზადებული საფერავი, რქაწითელი ანდა მწვანე;
  • • შემოიარეთ ერეკლე მეფის დროინდელი საფორტიფიკაციო ნაგებობა - სიღნაღის გალავანი, რომელიც მთის უსწორმასწორო რელიეფს მიუყვება და მის კონტურებს იმეორებს;

გვერდს ნუ აუვლით ქალაქის ყველაზე პოპულარულ ქანდაკებას. განასახიერებს იგი ფიროსმანის ცნობილი ნახატის „ექიმი ვირზე“ გმირს, სანჩო პანსას თუ ბენჟამენ ღლონტს გიორგი დანელიას ფილმიდან „არ დაიდარდო“ - ეს თქვენი გადასაწყვეტია.

Sighnaghi, Georgia. by Tro  on 500px.com

სიღნაღი საქართველოს სხვა ქალაქებიდან არც სიდიდით და არც სიძველით არ გამოირჩევა, თუმცა, მას ნამდვილად გამოარჩევს განსაკუთრებული ატმოსფერო. უნიკალური ლანდშაფტის და არქიტექტურის წყალობით სიღნაღი იტალიის პროვინციასაც კი მოგაგონებთ. და ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, სიყვარულის ქალაქში გადაწყვეტთ თქვენი მეორე ნახევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვების თქმას!

Sighnaghi

Signagi by Ilja Egorov on 500px.com

Sighnaghi 3 Sighnaghi 4

Sighnaghi by Duyghu Gasimli on 500px.com

Sighnaghi by Aleksandre Kheteshvili on 500px.com

Sighnaghi by Eugene Danilenko on 500px.com


Back to the list

Book online flights and hotels
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
Tbilisi - Tbilisi - $570
8 days
Tbilisi - Tbilisi - $350
7 days
Tbilisi - Tbilisi - $220
4 days