თბილისი - სტუმართმოყვარე ქვეყნის თბილი დედაქალაქი

Tbilisi: the warm capital of hospitable Georgia 20 July 2018

თუ თბილისს დედაქალაქის ყველაზე მაღალი ადგილიდან - მთაწმინდიდან გადახედავთ, ის ნამდვილად მოგაგონებთ კალეიდოსკოპს. დედაქალაქის ძველ, მოკრძალებული უბნებს ახალ სიცოცხლეს სძენენ თანამედროვე, შუშის ფუტურისტული შენობები, მდინარე მტკვრის კლდოვან სანაპიროზე გადაკიდებული უძველესი სახლები, ეკლესიები და ციხესიმაგრეები ხაზს უსვამენ ქალაქის ხიბლს, ხოლო სადღაც შორს, ჰორზონტზე კავკასიონის სილუეტსაც მოჰკრავთ თვალს. დედაქალაქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ატმოსფერო გაფიქრებინებთ რომ თბილისის სახელი არა მხოლოდ ცხელ გოგირდოვან წყლებს, არამედ ქალაქის მცხოვრებთა გულღიობასა და სტუმართმასპინძლობასაც უკავშირდება.

Tbilisi,Georgia by Zura Shamatava on 500px.com

Sameba Cathedral at the blue hour, Tbilisi, Republic of Georgia by William Toti on 500px.com

საიდან დაიწყოთ თბილისის აღმოჩენა?

გირჩევთ თბილისის აღმოჩენა ქალაქის უძველესი ნაწილიდან - აბანოთუბნიდან დაიწყოთ. სწორედ იქიდან, სადაც სანადიროდ წასულმა მეფემ - ვახტანგ გორგასალმა ერთ დროს ცხელი გოგირდოვანი წყლები აღმოაჩინა. ამ განსაკუთრებულ ადგილს საუკუნეების მანძილზე არაერთმა გამოჩენილმა ქართველმა თუ უცხოელმა პოეტმა შეასხა ხოტბა. შეიგრძენით გოგირდოვანი წყლების სარელაქსაციო და სამკურნალო თვისებები, სანამ დედაქალაქის სხვა, არანაკლებ საინტერესო ადგილებს მოინახულებთ.

გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ნარიყალას ციხესიმაგრეს, რომელიც IV საუკუნეში აღიმართა და მას შემდეგ არაერთხელ განიცადა დაცემისა და აღმავლობის ხანა. დღესდღეობით იგი თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება, საიდანაც დაუვიწყარი ხედები იშლება ქალაქზე. სწორედ ნარიყალას მიმდებარედ არის გაშენებული ძველი თბილისი - ადგილი რომლის გამოც არაერეთი ვიზიტორი სტუმრობს ქვეყანას. ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებისა და ხის ფერადი აივნების ლაბირინთში მზად იყავით რამდენიმე საათიანი უწყვეტი აღმოჩენებისა და სიურპრიზებისთვის!

Sunset Time at tbilisi City in Georgia. by Tanatat Pongpibool on 500px.com

Tbilisi, summer by Dmitry Zdanovich on 500px.com

ურბანული აურზაურისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა ესტუმროთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც სამეფო ბაღების ადგილას არის გაშენებული. მცენარეთა მდიდარი კოლექციის გარდა აქ თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ჩანჩქერები და უძველესი ხიდები.

ადგილები რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისში: რისი გაკეთების გარეშე არ უნდა გაემგზავროთ თბილისიდან?

  • დააგემოვნეთ საქვეყნოდ ცნობილი ლიმონათი - ლაღიძის წყლები თქვენთვის სასურველი გემოთი (შოკოლადი, ტარხუნა, მსხალი, ნაღები, პიტნა, მსხალი, ლიმონი და მრავალი სხვა);
  • აღბეჭდეთ თქვენს ფოტო ობიექტივში მეტეხის ტაძარი, რომელიც მდინარე მტკვრის კლდოვან სანაპიროზეა აღმართული;
  • გადაკვეთეთ მშვიდობის ხიდი, ძველი თბილისისა და რიყის პარკის დამაკავშირებელი რკინისა და მინის უნიკალური კონსტრუქცია. რიყის პარკში თქვენ ასევე აღმოაჩენთ კოსმოსური ხომალდის ფორმის საგამოფენო ცენტრს;
  • მოინახულეთ თბილისის უძველესი ბაზილიკა - ანჩისხატი და მოუსმინეთ ქართულ საგალობლებს;
  • ეწვიეთ თბილისის ბაზარს და შეიძინეთ სახლში დამზადებული ტყემალი, ყველი, ჩურჩხელა თუ ჩირი;
  • იმგზავრეთ ფუნიკულიორის ტრამვაით და მოინახულეთ თბილისის პანთეონი, სადაც არაერთი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი საზოგადო მოღვაწე განისვენებს;
  • გაისეირნეთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, სადაც თითოეულ შენობას მდიდარი და გამორჩეული ისტორია აქვს;
  • მოინახულეთ საქართველოს ბანკის შენობა, 2016 წელს ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა BBC- ის ათი ყველაზე ლამაზი ბრუტალური სტილის შენობის სიაში მოხვდა.

Lights of Tbilisi by Bayram Isgandarov on 500px.com

Tbilisi

წელიწადის საუკეთესო დრო თბილისში სტუმრობისთვის

საქართველოს დედაქალაქი სწორედ იმ ქალაქების კატეგორიას მიეკუთვნება რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს აჯადოებენ მნახველს. ტურისტული სეზონის პიკი გაზაფხული და ადრეული შემოდგომაა, ხოლო ზაფხული ცხელი და მშრალია. ზამთარი თბილისში საკმაოდ მკაცრია, თუმცა იშვიათია ყინვა და თოვლი. მარტის შუა რიცხვებიდან ჰაერის ტემპერატურა ნელ ნელა თბება და იგრძნობა გაზაფხულის მოახლოება.

თითქმის შეუძლებელია ესტუმროთ თბილისს და არ დაიკავოს მან თქვენს გულში ადგილი. ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი იზიდავს და აჯადოებს ნებისმიერ მნახველს. შეიძინეთ ყველაზე დიდი მეხსიერების ბარათი, დაივიწყეთ დიეტა, დააგემოვნეთ საუკეთესო ღვინოები და მოემზადეთ დიდი გასეირნებისთვის - თბილისი ამად ნამდვილად ღირს!

Old Town and Narikala, Tbilisi Tbilisi Tbilisi The Old Tbilisi.

The Bridge of Peace by Michael Tsitsiashvili on 500px.com

The Holy Trinity Cathedral of Tbilisi by Nutthavood Punpeng on 500px.com

Tbilisi, Georgia by Zura Shamatava on 500px.com

The Bridge of Peace in Tbilisi capital of Georgia by Oleg Chyrva on 500px.com


Back to the list

Book online flights and hotels
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
Tbilisi - Tbilisi - $570
8 days
Tbilisi - Tbilisi - $350
7 days
Tbilisi - Tbilisi - $220
4 days